სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა.
შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
2024 წლის 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი, რომელიც სამების ტაძარშია გადაღებული. ხატზე წმინდა მატრონა მოსკოველია გამოსახული, მათ შორის, საბჭოთა დიქტატორთან, იოსებ სტალინთან ერთად.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პარიოტთა ალიანსმა” შესწირა.