რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა" ჩაატარა

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარეს „სწავლება უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად”.

წვრთნა იმიტირებულ თავდასხმას მოიცავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირად შემადგენლობას მიეცა სხვადასხვა დავალება, შეესრულებინათ მანევრები საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.

„რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები“. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული უწყება ასევე აცხადებს, რომ „წვრთნარეგულარულად ტარდება სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა სამხედრო ნაწილსა და ფორმირებაში”.