NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნას იწყებს

პუბლიკა

NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნას იწყებს. ინფორმაციას „Reuters” ავრცელებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი მეთაურის, კრის კავოლის თქმით, წვრთნებში, სახელად „Steadfast Defender 2024“ 90 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას და მისი მიზანი ევროპაში, რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს სახელმწიფოებში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის სცენარისთვის მომზადება იქნება.

წვრთნებში გამოყენებული იქნება 50-ზე მეტი სამხედრო გემი, 80-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

NATO-ს სამხედრო წვრთნა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.