ბრეგაძე წამების კომიტეტის დასკვნაზე: საიდან გაიშიფრა, რომ „მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი იყო?

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ევროპული საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს ეხმაურება, რომელიც კლინიკა „ვივამედის” დაცული პალატებს ეხება. ამ პალატებში მსჯავრდებულები მუშაობენ.

რატი ბრეგაძემ მთვრობის სხომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასვა კითვა, საიდან დაასკვნა მედიამ და საზოგადოებამ, რომ ანგარიშში მოხსენიებული პაციენტი „მისტერ C” მიხეილ სააკაშვილია?

დასკვნაში, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა სულ სამი პაციენტის ამბავია მიმოხილული. პაციენტი A და B ბადრაგს სხვადასხვა სახის ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პაციენტი C-ის შესახებ კი წერია, რომ ის კლინიკაში იმყოფება 9 თვეზე მეტია. ასევე, მოყვანილია სხვა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩანაწერები სწორედ სააკაშვილს ეხება.

„საუბარი იყო, თითქოს [„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“] დასკვნა თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რაც რა თქმა უნდა, სწორი არაა – მისი სახელი და გვარი საერთოდ არ იყო ნახსენები, ნახსენები იყო „მისტერ C“ და ალბათ, გარკვეული ფსევდონიმი ჰქონდა, არ ვიცი, საიდან გაიშიფრა, რომ „მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი იყო.

[…]

საკმაოდ დადებითად იყო შეფასებული „ბატონი C“-ის ოთახში არსებული ინვენტარისა და ავეჯის არსებობა. აღინიშნა, რომ პალატა კარგადაა აღჭურვილი მაგიდით, სკამით, დივნით, ტელევიზორითა და მაცივრით. ისიც კი აღინიშნა, რომ სხვა მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ ჰქონდათ, რაც სასწრაფოდ იქნა გამოსწორებული ჩვენ მიერ“. – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

თუმცა, რატი ბრეგაძემ იმავე ბრიფინგზე თავად თქვა, რომ დასკვნაში მოხსენიებული „მისტერ C” მიხეილ სააკაშვილია.

„ყველას კარგად გახსოვთ ქრონიკული საუბარი იმის შესახებ, რომ მსაჯვრდებული სააკაშვილი, იგივე „მისტერ C”, როგორც მოხსენიებულია დასკვნაში, იყო მოწამლული. შემდგომში გაირკვა ყველანაირი ანალიზით, რომ არ იყო მოწამლული და ყველაფერი იყო სპეკულაცია”.  – თქვა იუსტიციის მინისტრმა.