დირექტორთა კონკურსის მონაწილეები შოთაძეს კონკურსის საეჭვო დეტალების მოკვლევას სთხოვენ

პუბლიკა

სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილეები საქართველოს საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს წერილით მიმართავენ და სთხოვენ, შესაბამისმა საგამოძიებო სამსახურებმა მოიკვლიონ კომისიების რეალური შემადგენლობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზები და სხვა საეჭვო დეტალები.

საქმე ეხება სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც 2022 წლის ბოლოდან მიმდინარეობდა.

პირველი ეტაპი მოიცავდა ტესტირებას, შემდეგი ეტაპი კი – ორ გასაუბრებას (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 25/ნ).

შოთაძისადმი მიმართვის ტექსტის თანახმად:

„ტესტირებაგავლილი კონკურსანტების ნაწილი კონკურსს გამოეთიშა მეორე ეტაპიდან, ნაწილი კი შესაბამისმა კომისიამ შეარჩია დირექტორობის უფლების მქონე პირად, რომლებზეც გაიცა დირექტორობის უფლები დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სერტიფიცირებული კანდიდატებისთვის 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა მეორე  გასაუბრება. გასაუბრების არცერთ ეტაპზე არ მიმდინარეობდა პროცესის აუდიო, ვიდეო, სტენოგრაფიული ფიქსაცია, არ არსებობდა წინასწარი კრიტერიუმები და ა.შ.

სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომისიის წევრები მოქმედებდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდნენ გარეშე პირების ზემოქმედებით ან/და იყვნენ არაკვალიფიციურები, მიკერძოებულები და ჰქონდათ საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება”.

დირექტორთა კონკურსის მონაწილეები გენერალურ პროკურორს წარუდგენენ კომისიის წევრთა სიის არასრულ შემადგენლობას:

თბილისი

ა) ლალი კალანდაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) გია მურღულია – განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონსულტანტი;

გ) ნანა ჭოჭუა – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დ) თამარ გოშაძე – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურის კოორდინატორი -კომისიის წევრი;

ნინო კავთიევსკაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.

იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

ა) ქეთევან ციხისელი – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე -კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ნინო წერეთელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) დავით დაბრუნდაშვილი – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;

დ) მეგი როსტიაშვილი-წიკლაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი – კომისიის მდივანი.

გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი.

ა) ეკატერინე კვირიკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ქეთევან ქოქრაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) დიმიტრი ბერიძე – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – კომისიის წევრი;

დ) თეა ცერცვაძე – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი

ა) ეკატერინე ხუციშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ეკატერინე მარხვაშვილი – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;

გ) ეკატერინე მაჩიტიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;

დირექტორთა კონკურსში მონაწილეთა თქმით, წარმოდგენილი სია არასრულია და სავარაუდოდ, რამდენიმე მათგანი რეალურად არც მონაწილეობდა არც ერთ გასაუბრებაში.

კონკურსის მონაწილეები პროკურატურას სთხოვენ:

„მოიკვლიოთ საქმის დეტალები, დააზუსტოთ კომისიების რეალური შემადგენლობა, იმ პირთა ვინაობა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ არცერთ გასაუბრებაში და რატომ მოხვდნენ ამ სიაში, დაკითხოთ კომისიების ყოველი მონაწილე, განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის სამინისტროსგან მოიკვლიოთ მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა დაკისრებულ მოვალეობასთან, იურიდიული საფუძველი (დოკუმენტი), რის მიხედვითაც იღებდნენ გადაწყვეტილებას და ამ დოკუმენტის ავთენტურობა, მიკერძოებული გადაწყვეტილების მიზეზები, გარეშე პირთა ჩართულობა და სხვა საეჭვო დეტალები”.

2024 წლის 17 იანვარს „განათლების დამცველთა ასოციაციამ“ დირექტორთა კონკურსისთვის „გასაუბრების“ გაუქმებას მოითხოვა. ასოციაციის წევრებმა მინისტრს მოუწოდებენ, საჩქაროდ გამოსცეს ბრძანებულება, რომლითაც დირექტორობის ყველა კანდიდატი ასარჩევად პირდაპირ წარედგინება საჯარო სკოლებს.