მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის გახდა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან თავად განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს.
გარდა ამისა, მდინარაძის თქმით:
„ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას”.