აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა.
ამის შესახებ მან ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც კლიმატის ცვლილებები განიხილა და აღნიშნა, რომ ბირთვული კონფლიქტი ყოველთვის საფრთხეა, თუმცა საზოგადოებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კლიმატი რჩება.
„ეს ბოლო ეგზისტენციალური საფრთხეა – კლიმატი. ჩვენ გვყავს ისეთი შეშლილი ნაბიჭვარი, როგორიც პუტინია და სხვები, ამიტომ ყოველთვის უნდა გვადარდებდეს ბირთვული კონფლიქტი, თუმცა ადამიანებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კლიმატი რჩება”, – განაცხადა მან.