ქუთაისში საკრებულოს დეპუტატის დაჭრისთვის მეზობელი დააკავეს

პუბლიკა

ქუთაისში საკრებულოს დეპუტატი ზაქრო მამასახლისი საკუთარ სასტუმროსთან ცივი იარაღით დაჭრეს.

დეპუტატის დაჭრისთვის პოლოციამ მეზობელი დააკავა. ადგილობრივები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. მეზობელი საკრებულოს დეპუტატს საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებული საკითხის გამო ედავებოდა.

„პუბლიკას“ შსს-ში უდასტურებენ, რომ დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო.