ესპანეთში, ვალენსიაში მასობრივ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – მედიების ცნობით, ხანძარი ორ გაერთიანებულ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა და პირველადი ცნობებით, 4 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ესპანეთის სასწრაფო დახმარების სამსახური ამბობს, 20-მდე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კორპუსში 138 ბინა იყო და მინიმუმ, 450 ადამიანი ცხოვრობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 მეხანძრე და მოზარდი – მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
მცხოვრებთა ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან დაიწყო და დაახლოებით, 10 წუთში მთელს შენობაზე გავრცელდა.