სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქეთში ვიზიტის დროს ადგილობრივ ტელეარხთან ევროკავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს.
„დღესდღეობით სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები, ეს მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანებასაც”, – აღნიშნა მან.
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაახლოების შესახებ კითხვაზე, მან აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ევროკავშირთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან.