საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე იქნება შეჩერებული, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღეს მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებს განსაზღვრავს.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით უნდა განახორციელონ (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).
„2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).
იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.