ზელენსკიმ ეკლესიებს ღვთისმსახურების ონლაინრეჟიმში ჩატარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკლესიას ღვთისმსახურების მორწმუნეთა დაუსწრებლად ჩატარებისკენ მოუწოდა.

„მადლობას ვუხდი ყველა იმ საეკლესიო ლიდერს, რომელმაც ღვთსისმსახურება ონლაინრეჟიმში, მორწმუნეთა დასწრების გარეშე ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, სხვა ეკლესიებიც გაითვალისწინებენ ამას. რასაკვირველია, ადამიანებს დღეს სჭირდებათ რწმენა, მაგრამ უსაფრთხოება არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში სახლში დარჩენისაკენ.

„ეს ეხება როგორც ასაკოვან ადამიანებს, ისე ყველა დანარჩენ მოქალაქეს. ნუ დააყენებთ თავსაც და სხვებსაც რისკის ქვეშ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

წყარო: Unian