ბსუ-ის სტუდენტები: საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს

პუბლიკა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერდნენ, თუ აუდიტორიაში არ გამოცხადდებოდნენ, ამიტომ სტუდენტები აქცია-მსვლელობით მივიდნენ საზღვაო აკადემიასთან და თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ.

„ბათუმის აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერენ, თუ არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში, ასევე, იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს. ამიტომ მივემართებით ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან”, – განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

ბათუმში გაიფიცნენ ბსუ-ს, საზღვაო აკადემიის სტუდენტები. სტუდენტურ მსვლელობას შეუერთდნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

სტუდენტების თქმით, 2012 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტში ჩაერთვნენ.

ამ დროისთვის გაფიცული არიან:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სამხატვრო აკადემია;
  • GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
  • ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  • სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
  • ალტე უნივერსიტეტი;
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • საავიაციო უნივერსიტეტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
  • ევროპის უნივერსიტეტი;
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
  • სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
  • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის საზღვაო აკადემია;
  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – KIU.