რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გამოყვანილია სპეცრაზმი

პუბლიკა

რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გამოყვანილია სპეცრაზმი. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანა.

პოლიციამ დემონსტრანტები „ცისფერ გალერეამდე” გაწია და მათ არ აძლევს უფლებას, დაიკავონ პარლამენტის წინა ტერიტორია.

დღეს, 14 მაისს პარლამენტმა 84 ხმით მესამე მოსმენით მიიღო რუსული კანონი. პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებულია არაერთი დემონსტრანტი, მათ შორის არის ლაზარე გრიგორიადისიც.

რამდენჯერმე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და მიუთითა, რომ „აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ნორმებს”.