ზურაბიშვილი: მეთოდები, რომლებსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, რუსულია

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში თქვა, რომ „მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია”.

„მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, პროტესტის გაჩერების მეთოდია და იმის მეთოდია, რომ ხალხმა აღარ თქვას, რომ მათ ევროპული გზის დაბრუნება სურთ”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსული კანონი და „სხვა კანონები”.

„ეს კრიტიკული [მომენტია], ვინაიდან, როგორც იცით, წინა დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და წლის ბოლომდე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ასე რომ, ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა – რუსული კანონის ხელახლა წარდგენა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული კანონი. ასევე, ხდება სხვა კანონების წარდგენა, რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებს და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს”. – თქვა მან.