ყოფილი მოსამართლე: დამემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, ტვინს გამასხმევინებდნენ 

პუბლიკა

უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე „ტვ პირველთან” ამბობს, რომ მოსამართლეობის დროს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მუქარა მიიღო, თუ არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის იყო ხელსაყრელი.

„უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი ასეთი, რომ თუ მე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებული არის, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას, მე ტვინს გამასხმევინებდნენ“. – თქვა ბესარიონ ალავიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება – თუ გადაწყვეტილებას „გარიგებულად” გამოიტანდა, „მის მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება და განწყობა”.

ბესარიონ ალავიძის თქმით, მუქარა მიიღო კლანისგანაც.

კლანისგან მივიღე მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, მე შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას“. – თქვა ბესარიონ ალავიძემ.

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის თებერვალში 10-წლიანი ვადით დაინიშნა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომელმაც “რუსთავი 2”-ის საქმე განიხილა და ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ბესარიონ ალავიძე წლებია, საუბრობს კლანზე სასამართლო სისტემაში. მაგალითად, მას უთქვამს, რომ „მურუსიძე-ჩინჩალაძეს” ჰყოლიათ „მსხვერპლები“.

​2022 წელს ბესარიონ ალავიძემ თქვა, რომ „არაერთი მოსამართლე ყოფილა „კლანის” მხრიდან დევნის ობიექტი” და რომ მათ რასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სისტემიდან, ან აიძულეს გადასულიყვნენ დაბალი ინსტანციის სასამართლოში”. მაშინ მან ასევე თქვა, რომ „ხდება “ქუჩური წესებით” საქმის გარჩევა, დაბარება კაბინეტებში და პირდაპირი მოწოდება, რომ დადგეს ეს შედეგი”.