კობახიძე: 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროინდელი ჯარიმები ჩამოეწერება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერება.

მთავრობის სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ  ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 და 38 იურიდიული პირი.

თანხის ჯამური მოცულობა იქნება 5 მლნ 600 ათასი ლარი.

კორონავირუსის პანდემიის დროს იზოლაციის წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდებოდა, კომპანია კი – 10 000 ლარით.

2 თვის წინ, 8 აპრილს საქართველოს მთავრობამ ჯარიმების ჩამოწერის სხვა კამპანია დააანონსა: განაცხადა, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.