საგამოძიებო: 2700 დოლარის მითვისების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2700 დოლარის მითვისების საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში მუშაობდა და შეეძლო მსჯავრდებულის გათავისუფლება, რისთვისაც 2700 დოლარი გამოართვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა ის, რომ თითქოს ვადამდე გათავისუფლების ე.წ უდოს კომისიაში მუშაობდა და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.