ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ „ქართული ოცნების" დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დაინიშნა

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

ის ასევე იყო საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი.

2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

გია ცაგარეიშვილმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.