აშშ-მ დიტო სამხარაძეს სავიზო სანქცია დაუწესა - „ნეტგაზეთი"

პუბლიკა

გამოცემა „ნეტგაზეთი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ დეპუტატებს შორის ერთ-ერთი დიტო სამხარაძეა. მედიის ცნობით, მას აშშ-მ სავიზო სანქცია დაუწესა.

ვრცელდება ინფორმაცია სხვა სანქცირებული პირების შესახებაც. როგორც „TV პირველი” წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, სიაში მოხვდნენ სპეცრაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, ასევე, დეპუტატი მამუკა მდინარაძე. „მთავარი არხის” ინფორმაციით კი, სანქცირებულია ანრი ოხანაშვილიც.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.

მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.