შსს-ის განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც ცაგერში ძმა მოკლა.
კერძოდ, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ს. მას ბრალი ედება ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას – 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ნაჯახით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ის ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.