საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი 85 გახდა, აქამდე ცნობილ შემთხვევებს 2 ახალი შემთხვევა დაემატა.

ამავე მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში – 4641, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 მოქალაქეა მოთავსებული.