ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანი რჩება - ანთაძე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანი რჩება.

„10 ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში, ბოლო ინციდენტი ეს გახლდათ გოდერძისა და უჩა ჯოხაძეების ინციდენტი. ეს ინციდენტი მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტში. წინა პერიოდშიც ყოფილა ამგვარი პრაქტიკა, რომ უკანონოდ დაკავებულების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, როდესაც არსებობს თუნდაც თეორიული შანსი, რომ ისინი გათავისუფლებულ იქნან უკანონო პატიმრობიდან გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, აღებულია, რათა წარიმართოს მოლაპარაკებები”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, „რატომ მალავდნენ ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს”, ის პასუხობს:

„რას ჰქვია ვმალავდით, სუსი ამ ხნის განმავლობაში არ დუმდა, ვინაიდან ამ შემთხვევებში პრიორიტეტი ენიჭება პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დროულ ინფორმირებას”.

დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.