Edison Research: „ოცნება" — 34%, „ერთიანობა" — 19.2%, გახარია — 10.6%

პუბლიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2%
  • გახარია – საქართველოსთვის – 10.6%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8%
  • ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.9%
  • ლეიბორისტული პარტია – 5.1%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
  • ჩვენ – დავით ქაცარავა – 2.1%
  • სხვა პარტიები – 1.2%

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 73% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 27% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო – 8 სექტემბრის შუალედში.