პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოეხმაურა.
„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“, – დაწერა პრეზიდენტმა.