დავიწყეთ შესწავლა, როცა გვექნება შესაბამისი პასუხი, გაგცემთ — იოსელიანი ანტიკორუფციულზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ დაიწყეს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შესწავლა, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნეს.

იოსელიანის თქმით, დოკუმენტაციას გამოითხოვენ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება აპარატის პასუხი.

„გუშინ საჯაროდ გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ინფორმაცია და დავიწყეთ ამასთან დაკავშირებით შესწავლა. ამაზე როცა გვექნება შესაბამისი პასუხი, აუცილებლად გაგცემთ პასუხს, ამ ეტაპზე ჩვენ გამოვითხოვოთ ყველა დოკუმენტაციას, რა არგუმენტაცია აქვს ანტიკორუფციული ბიუროს, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორი იქნება ჩვენი პასუხი“, – თქვა ლევან იოსელიანმა.

ანტიკორუფცული ბიუროს დღევანდელი, 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავთ გათვალისწინებული შეზღუდვები.

ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.