ისრაელი აცხადებს, რომ ირანი დღევანდელი თავდასხმისთვის „სერიოზულ” პასუხს მიიღებს.
„ის, რითიც ირანი იტანკება, ჯერ მხოლოდ დასაწყისია”. – განაცხადა ისრაელის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
ირანმა ისრაელზე ბალისტიკური იერიში მიიტანა. არსებული ცნობებით, ისროლა 180- მდე რაკეტა. თუმცა, ზუსტი რიცხვი უცნობია.
ასევე, ქალაქ ჯაფაში 2-მა შეიარღებულმა ტერორისტმა ხალხს ქუჩაში ესროლა. ისრაელის პოლიციის ცნობით, დაიაღუპა 6 ადამიანი, დაიჭრა – 7.
ამ დროისთვის ისრაელმა უკვე დართო ნება ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის თავდასხმას „მრავალი შედეგი მოჰყვება”.
„ჩვენ გვაქვს გეგმა და ჩვენ ვიმოქმედებთ ისეთ დროს და ადგილას, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ”.
ჰაგარისვე თქმით, ისრაელს, ამ ეტაპზე, ირანის მხრიდან რამე დამატებითი საჰაერო საფრთხე არ გამოუვლენია.
პარალელურად, იორდანიის ხელისუფლებამ ჯარები მაღალ მზადყოფნაში მოაქცია.
იორდანიის არმიამ განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის ყველა ქვედანაყოფი და ფორმირება მოყვანილია “მაღალი მზადყოფნაში, რათა დაუპირისპირდეს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამეფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ჯარს უბრძანა, დაეხმარონ ისრაელის თავდაცვას ირანული თავდასხმის წინააღმდეგ და ჩამოაგდონ რაკეტები, რომლებიც ისრაელისკენ არის მიმართული. ამავე დროს, აშშ არ უნდა ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში რამე ფორმით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ დღეს, ირანის შეტევის დაწყებამდე ელაპარაკა ისრაელლის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.
„ჩვენ განვიხილეთ მძიმე შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანი აირჩევს პირდაპირ სამხედრო თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ”. – დაწერა ოსტინმა X-ზე.
ირანის ისრაელზე თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა და განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა”.