ჯიმ ო'ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს შეხვდება

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც ინფორმაციაშია მითითებული, შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული.