სოხუმი და გროზნო დამეგობრებული ქალაქები გახდნენ

პუბლიკა

სოხუმი და გროზნო დამეგობრებული ქალაქები გახდნენ.

შეთანხმებას ქალაქების ურთიერთობისა და თანამშრომლობის დამყარების შესახებ ხელი 5 ოქტომბერს, გროზნოში მოეწერა.

მას ხელი მოაწერეს ოკუპირებული სოხუმის რეჟიმის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს მერმა, ხას-მაგომედ კადიროვმა.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირობების შექმნას ღია დიალოგისთვის, პარტნიორობისა და ურთიერთსასარგებლო კონტაქტების გაფართოებისთვის, გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ქალაქ გროზნოსა და ქალაქ სოხუმის მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე.

დოკუმენტის თანახმად, „სოხუმი და გროზნო ითანამშრომლებენ სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე სპორტისა და ტურიზმის სფეროში”.

სოხუმის დელეგაცია ბესლან ეშბას ხელმძღვანელობით გროზნოს დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.