პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების გაყალბების „მთავარი დამარცხება“ მობილიზაციაშია და რომ ყველას ვალია, მივიდეს არჩევნებზე.
მან მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდა, დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად, რათა დაიცვან ხმები.
„ხმის დაცვისთვის საჭიროა დამკვირვებლები, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ, მე მინდა მივმართო უფრო ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის რაც წყდება 26 ოქტომბერს, ამიტომ თქვენი დიდი პასუხისმგებლობაა, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის, ეს არის „ჩემი ხმა“ და მე მინდა მოგიწვიოთ და ყველამ იგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია დამკვირვებლობა”, – თქვა ზურაბიშვილმა.