„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“: გურიაში პარტიის წევრებს თავს დაესხნენ

პუბლიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, გურიანთაში ენმ-ის ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს თავს დაესხნენ.

პარტია ამბობს, რომ „ოცნების ზონდერების“ მხრიდან თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა „ერთინობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ. ენმ-ის ინფორმაციით, შენობაში „ოცნების“ მომხრეები სიებს ადგენდნენ.

 „ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება – საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე“, – თქვა დავით მჟავანაძემ

თათია ნიკოლაშვილი შესაბამის ორგანოს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.