მიშელი: საქართველო და მოლდოვა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 17 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომის წინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისადმი მიწვევის წერილს აქვეყნებს, სადაც საუბრობს არსებულ გამოწვევებსა და განსახილველს საკითხებზე. ის ხაზს უსვამს, რომ მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება საქართველოც, რადგან ქვეყანა, მოლდოვასთან ერთად, გადამწყვეტი ეტაპის წინაშე დგას.

„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ რამდენიმე პოლიტიკურ საკითხს, მათ შორის მოლდოვაში, ასევე, საქართველოში არსებულ სიტუაციებს. ორივე ქვეყანა თავიანთ ევროპულ გზაზე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას”, – აღნიშნავს ის.

ის წერილში მიუთითებს, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინა მთავარი საკითხი იქნება და წევრები ვოლოდიმირ ზელენსკისგან მოისმენენ მის გამარჯვების გეგმას.