მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა, ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია

პუბლიკა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა. დღეს, 21 ოქტომბერს, თოვლის საფარმა 15-20 სანტიმეტრს მიაღწია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩაკეტილია გზებიც.

დაბა ხულოში კი, მათივე ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მესამე დღეა არ მიეწოდებათ წყალი.

მაღალმთიან აჭარაში ახლაც თოვს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის გამო სქტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსურად მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ცნობით, დაბის ცენტრებში მისასვლელი გზები გაწმენდილია და ნებისმიერი სახის ტრანსპორტი გადაადგილდება.

„ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმავალი გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია, ნაწილზე გრძელდება გაწმენდის სამუშაოები.

შიდა სასოფლო გზებზე უხვი ნალექის გამო დამტვრეულია გზის პირას არსებული ხეები და მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. პარალელურად იწმინდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები”. – აცხადებს აჭარის გზების დეპარტამენტი.