სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა ამომრჩეველმა, ოპოზიციამ ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო.
წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
- „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ – 1 ხმა;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 ხმა;
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 2 ხმა;
- „ევროპელი დემოკრატები“ – 1 ხმა;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 ხმა;
- „ძლიერი საქართველო“ – 15 ხმა;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 9 ხმა;
- „გირჩი“ – 4 ხმა;
- „ქართული ოცნება“ – 2 ხმა.