ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 768 816 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 50,6%-ია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77% იყო.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.
წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი.