Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია – ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიღებული ხმები 18:00 საათის მონაცემებით ასე განაწილდა:
- „ქართული ოცნება” – 40,9;
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 16,7;
- „კოალიცია ცვლილებისთვის” – 16,7;
- „ძლიერი საქართველო” – 10,3;
- „გახარია – საქართველოსთვის” – 8,2;
- „გირჩი” – 2,3;
- „პატრიოტთა ალიანსი” – 2;
- „ლეიბორისტული პარტია” – 2.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.