პარტია „გირჩი” აცხადებს, რომ არჩევნები ხელახლა და ფარულად უნდა ჩატარდეს.
„საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად“. – აცხადებს პარტია.
„გირჩმა”, ცესკოს მონაცემებით, ხმების 3% მიიღო – ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს 4 ოპოზიციური ცენტრი – „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო” და „გახარია საქართველოსთვის”.
მიზეზი ხელისუფლების მიერ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაა.
მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოითხოვს, გაუქმდეს ყველა – 2 263 საარჩევნო უბანი, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა. სულ საქართველოში და საზღვარგარეთ გახსნილი იყო 3111 უბანი.