მოლდოვის პროევროპელმა ლიდერმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
მან ხმების 55.4% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟე ალექსანდრ სტოიანგლომ კი – 44.58%.
სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის საბოტაჟს – შედიოდა ზარები, რომ უბანზე ბომბია, რის გამოც პროცესი რამდენიმე ქვეყნის უბანზე შეწყდა. მისივე თქმით, ხორციელდებოდა კიბერთავდასხმები.
მიუხედავად ამისა, მაია სანდუმ არჩევნებში გამარჯვება შეძლო.
„შენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა”. – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაია სანდუს გამარჯვება ასე მიულოცა:
„ძვირფასო მაია, გილოცავ გამარჯვებას. იშვიათ სიძლიერეს მოითხოვს იმ გამოწვევების დაძლევა, რომელსაც შენ შეეჩეხე ამ არჩევნების პერიოდში. მე მოხარული ვარ, გავაგრძელო შენთან მუშაობა მოლდოვისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის”.
მაია სანდუს გამარჯვება მიულოცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
„მთელი გულით ვულოცავ მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას. მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მტკიდე გადაწყვეტილება, ააშენონ ევროპული მომავალი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ჰიბრიდული მცდელობების მიუხედავად”. – დაწერა ჯოზეფ ბორელმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
„ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის, მასთან ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.
მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს – მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით”.
„მაია სანდუმ მოლდოვა უსაფრთხოდ მართა რთულ დროებაში და თავისი ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენა. ჩვენ ვდგავართ მოლდოვის გვერდით. ვულოცავ მის პრეზიდენტს ხელახლა არჩევას”. – დაწერა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა:
„ვულოცავ ქალბატონ პრეზიდენტს. მაია სანდუ, რომელიც ქვეყანას წარუძღვა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული მომავლისკენ, ხელახლა არჩეული პრეზიდენტია. მან გამოიჩინა არაჩვეულებრივი გამბედაობა და ლიდერობა თავისი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპა გააგრძელებს მოლდოვიას გვერდით დგომას ამ გზაზე”.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:
„მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მივულოცო. დემოკრატიამ იზეიმა ყველანაირ ჩარევასა და მანევრებზე. საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვის გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე”.
მაია სანდუს გამარჯვება მიულოცა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ:
„„ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ვულოცავ იმ ხალხს, რომელიც ისწრაფვის ევროპის, პროგრესისა და დემოკრატიისკენ. გისურვებთ სიმამაცეს და ძლიერებას ევროპულ გზაზე. მოლდოვის ადგილი ევროპაშია”.
მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„მოლდაველმა ხალხმა ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს ხედვას უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული მოლდოვის შესახებ. პრეზიდენტ სანდუ ხალხმა ხელახლა ევროკავშირში წევრობის მხარდამჭერი საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ მიიღო.
თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესების შელახვას. მაგრამ რუსეთმა ამის გაკეთება ვერ ვერ შეძლო. მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, აირჩიონ საკუთარი მომავალი, მათ აირჩიეს ევროპა და სხვა დემოკრატიები”.