პაპუაშვილის პრეზენტაციაზე დატანილ რუკაზე მთლიანი ტერიტორიების კონტურები მკრთალია

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზენტაცია წარმოადგინა.

ერთ-ერთ სლაიდზე დატანილ რუკაზე საქართველოს მთლიანი ტერიტორიის კონტურები მკრთალად ჩანს, ზოგი რაკურსიდან კი თვალისთვის შეუმჩნეველია.

შესაბამისად, ზოგიერთი რაკურსიდან პარლამენტის თავმჯდომარის პრეზენტაციაზე საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე ჩანს.

ასე ჩანდა რუკა „ტვ იმედის” ეთერში:

ასე ჩანს რუკა შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაზე, რომლის PowerPoint ვერსია „პუბლიკას” „ქართული ოცნების” პრესსამსახურმა მიაწოდა ბრიფინგის დასრულების და მოქალაქეების კრიტიკის შემდეგ.

შალვა პაპუაშვილმა ბფრინგზე თქვა:

„საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება – თუ ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერითაა გამოსახული”.

ინფორმაციას მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და „ფეისბუქზე” დაწერა:

„რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან!

პ. ს. ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა

ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა”. – დაწერა მამუკა მდინარაძემ.