„პუბლიკა”, „პროგრესულ ფორუმთან” თანამშრომლობით, გთავაზობთ ინტერვიუებს პარტიების საარჩევნო პროგრამების შესახებ – თუ რა ხედვა აქვთ მათ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე:
შრომის პოლიტიკა, შრომითი ურთიერთობები, შრომის უსაფრთხოება დასაქმება, კარგი სამუშაო ადგილები, უმუშევრობის დაზღვევა, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემა, ინდუსტრიული განვითარება, საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკა და სხვა.
აღნიშნულ ფორმატზე თანხმობა განაცხადა სამმა სუბიექტმა – „ძლიერი საქართველო”, „გახარია – საქართველოსთვის”, „კოალიცია ცვლილებისთვის”; გადაცემაში მონაწილეობის შეთავაზება უპასუხოდ დატოვა „ქართული ოცნებამა”, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” კი დროის უქონლობის მიზეზით, უარი განაცხადა.
5 სუბიექტი შერჩეული იყო წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, ისინი, ვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ჰქონდა. საორიენტაციოდ გამოყენებული იყო Edison Research-ის ოქტომბრის კვლევის შედეგები.
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ „პუბლიკის” მიერ მომზადებულ მასალებს სოციალურ საკითხებზე პარტიათა ხედვის შესახებ;