კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პუბლიკა

მედიის ცნობით, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჰარისის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას მან განიხილა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისა და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნის მნიშვნელობა.

მოგვიანებით კამალა ჰარისი გეგმავს საზოგადოებას ჰოვარდის უნივერსიტეტიდან მიმართოს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა.

ტრამპმა თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში Fox News-ის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს“. „მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ“, – განუცხადა ტრამპმა ამომრჩეველს.