„კოალიცია ცვლილებებისთვის” ცნობით, პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ამასთან, მათივე განცხადებით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე. მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.
„მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულთა შორისაა მათი ოპერატორიც. მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს.