გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მუშობას დაიწყებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა არ მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარება და ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად ცნობილ იქნეს ის მექანიზმი, რომელსაც ოპოზიცია ჩამოაყალიბებს.
„დღევანდელ დღეს არაფერი არ დასრულებულა, პირიქით, დღევანდელ დღეს იწყება სრულიად ახალი პროცესი. დღევანდელ დღეს „ქართულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ.
აქედან გამომდინარე, გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს, ყავს მხოლოდ თვითმარქვია დაჯგუფება, რომელიც თავს უწოდებს ხელისუფლებას.
ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც იქნება ლეგიტიმური თქვენგან და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაბეტონდეს, რომ არ მოხდეს ამ არჩევნების აღიარება და ლეგიტიმურად თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად”. – თქვა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პარლამენტს პერსონალურად მიმართა მანდატის შეწყვეტაზე.
„მე პირადაპირ გავგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ – დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე არანაირი კავშირი არ მექნება ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან.
განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით და დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი. არანაირი მანდატი, არანაირი პარლამენტი არ არსებობს. არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ”. – თქვა გიორგი ვაშაძემ.
მან ასეე თქვა, რომ ოპოზიცია გეგმავს, გააგრძელოს პროტესტი და ასევე, „ბრძოლის ხაზი იქნება საგარეო ასპარეზი”.