კობახიძე: ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა, ძალიან მძიმე ზეწოლა იყო მასზე სხვადასხვა მხრიდან

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩმა აშშ-ში, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, ზალკალიანზე „სხვადასხვა მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა იყო”.

„რაც შეეხება დავით ზალკალიანს, მან დატოვა თანამდებობა, მე მასთან მქონდა საუბარი. არ ვიცი, ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ”. – თქვა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი იყო საქართველოს ელჩი აშშ-ში. ინფორმაცია, რომ მან თანამდებობა დატოვა, 30 ნოემბერს გავრცელდა.

30 ნოემბერსვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.