სალომე ზურაბიშვილი პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ტვიტერზე დაწერა:
„გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ღირსეული მომავლისთვის, და ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობის შეკავება ქვეყნის პუტინისთვის დაქვემდებარების წინააღმდეგ არსებითია რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
რუსეთისთვის ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონში და მთელ ევროპაში.
მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა კოორდინაციაში იქნება პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს მათგან სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში”.
საფრაგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის შემდეგ მისი ხელახლა გახსნის ღონისძიებაა.
ღონისძიებას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, მათ შორის არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ეს მისი პირველი ვიზიტია არჩეული პრეზიდენტის რანგში.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წელს გაჩნდა. მას შემდეგ მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობდა.