საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები გამოვლენილი სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა დააჯილდოვა „პუბლიკის“ ჟურნალისტები – მინდია გაბაძე და ალექსანდრე ქეშელაშვილი.
როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდოვდებიან:
ჯონი ბაკურიძე;
სერგი ბარამიძე – „მთავარი არხის“ ოპერატორი;
ნუცა ბახუტაშვილი – „ფორმულას“ ჟურნალისტი;
დავით ბერაძე;
დავით ბიჭიკაშვილი;
სალომე ბოკუჩავა – „ფორმულას“ ჟურნალისტი;
ნიკა ბუჩაშვილი;
მინდია გაბაძე – „პუბლიკის“ ჟურნალისტი;
მარიამ გაფრინდაშვილი – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი;
რუსუდან დუმბაძე – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი;
აკაკი ზარქუა – „რეალ პოლიტიკის“ რედაქტორი;
ვასილ ივანოვ ჩიქოვანი – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი;
მალხაზ კანდელაკი;
დავით კობიძე – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი;
ნიკოლოზ კოკაია – „ტვ პირველის“ ოპერატორი;
ანა ლომთაძე მდივანი – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი;
მარიამ მაკასარაშვილი – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი;
დეა მამისეიშვილი – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი;
მიხეილ მარტიაშვილი;
მირიან მელაძე – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფოტოგრაფი;
გივი მჭედლიშვილი – „მთავარი არხის“ ოპერატორი;
მარიამ ნიკურაძე – OC Media-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი;
გურამ როგავა – „ფორმულას“ ჟურნალისტი;
დავით ქაშიაშვილი – „ფორმულას“ ჟურნალისტი;
ნანა ქაჯაია – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი;
ალექსანდრე ქეშელაშვილი – „პუბლიკის“ ჟურნალისტი;
გენადი ქვაჩახია – „ფორმულას“ ოპერატორი:
ბექა ყორშია – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი”
გიორგი შეწირული – „ტვ პირველის“ ოპერატორი;
მაკა ჩიხლაძე – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი;
ქეთევან ციცქიშვილი – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი;
პავლე ხაჩიძე – „ტვ პირველის“ ოპერატორი;
ირინა ყურუა – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი;
ბესარიონ გაფრინდაშვილი – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ აჯილდოებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს, მათი ეთიკის წესებიდან გამომდინარე.
„ვერ ვაჯილდოებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს, რადგან მათი ეთიკის წესები ამის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ მათაც დიდი მადლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დაჯილდოებამდე პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედია არის ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ, რაც ხდება.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებმაც აქციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს და ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში აშუქებენ საპროტესტო აქციას.
„თქვენ აიღეთ თქვენს ხელში არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები იმიტომ, რომ ადვილი არ არის მიხვიდე იქვე, სადაც არიან ეს მხეცები, მათ წინაშე დადგე და გაბედო მათ კითხვებიც დაუსვა.
იყო, როცა გაზებს უშვებდნენ და იქ მაინც იდგე… რომ როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ, იქ არ დანებდე, არ შეგეშინდეს. მე არ ვიცი, თქვენ მაგივრად ნამდვილად ვერ გავბედავდი […]
თქვენ რომ არ იყოთ და ხვალ, ალბათ, თქვენზე წამოვა უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ყოფას ამ მდგომარეობაში. რადგან, თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ვხედავთ ჩვენ რა ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, მათ არ ეცოდინებათ რა ხდება და თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც გაშლილია რამდენიმე ქალაქში, არ გვეცოდინებოდა რომ ქვეყანა დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ.
ასე რომ, თქვენი ყოფნა და თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.