პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საზმაუ პრეზიდენტის შესახებ საზოგადოებას კვლავ არ აწვდის სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ადმინისტრაცია წერს, რომ პირველმა არხმა პირდაპირ ეთერში არ გადასცა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა სტრასბურგში.

„საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას;

ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას“, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.