აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში სროლა იყო. შედეგად დაიღუპა ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, ხოლო კან კვარჩია დაჭრილია.
ტელეგრამ-არზი АМРА-life იტყობინება, რომ ე.წ. პარლამენტი განიხილავდა მაინინგის კანონპროექტის აკრძალვას.
„სხდომის დროს ადგურ ხარაზია და კარ კვარჩია შეეჯახა ერთმანეთს, დაპირისპირების დროსაც ადგურმა ამოიღო იარაღი და ესროლა კვარჩიას. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანდია მათ გაშველებას ცდილობდა“, – წერს გამოცემა.
„აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ შემთხვევის ადგილას მოვიდა საგამომძიებლო-ოპერატიული ჯგუფი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს, რომ დეპუტატი ვახტანგ გოლანძია მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.