საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.