როგორ ავირიდოთ თავიდან ყელის ტკივილი ან როგორ ვიმკურნალოთ დორიტრიცინით

ფასიანი განთავსება

ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ყელის ტკივილის იგნორირება შეუძლებელია. რთულია, როცა საყვარელი სასმლის თითოეული ყლუპიც კი გტანჯავს. საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა  სახის  საშუალებები, რომლებიც ყელის ტკივილის დამარცხებაში გვეხმარებიან. ერთ-ერთი ასეთი საშუალება დორიტრიცინია — საწუწნი ტაბლეტი, რომელიც ყელის ტკივილს უმოკლეს დროში დაგავიწყებთ. 

მიუხედავად ამისა, მედიკამენტის მიღების დაწყებამდე არსებობს სიფრთხილის ზომები და პრევენციის მექანიზმები, რომლებიც ყელის ტკივილის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ აირიდოთ თავიდან ყელის ტკივილი (რამდენადაც ეს შესაძლებელია), ხოლო თუ ეს ვერ შეძელით, როგორ იმკურნალოთ დორიტრიცინით

ყელის ტკივილის პრევენცია

როგორც წესი, ყელის ტკივილს ბაქტერიები და ვირუსები იწვევენ, რომლებიც ყელის თხელ, ლორწოვან გარსში აღწევენ. ეს უამრავი ლორწოვანი უჯრედის განადგურებას და, შესაბამისად, ანთებას იწვევს, რომელიც სიწითლით, შეშუპებითა და სეკრეციის ზრდით გამოიხატება. შესაბამისად, სიმშრალე და სიწითლე პირველი სიმპტომებია, რომლის გამოვლენისთანავეც მოქმედება უნდა დაიწყოთ, რათა ტკვილს ერთი ნაბიჯით უსწრებდეთ.

  • მოადუნე ყელი

მიეცი ყელს საშუალება, დაისვენოს — როგორც ყველასა და ყველაფერს, დასვენება მასაც სჭირდება. არ იყვირო, ამას ჯანმრთელი ყელის ტკენაც კი შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ გაღიზიანებულზე. თქვენ წარმოიდგინეთ, თავი უნდა შეიკავოთ ჩურჩულისგანაც — ეს უკანასკნელი ყელს ყვირილზე ნაკლებად  არ აზიანებს. უბრალოდ ეცადე, ნაკლებად ისაუბრო და ეს დაბალ ხმაზე გააკეთო. 

  • მოერიდე თამბაქოსა და ალკოჰოლს

თუ რეგულარული მწეველი ხარ, ან ალკოჰოლის მიღებას აპირებ, შენთვის ცუდი ამბავი გვაქვს — ორივე მათგანი ყელის გაღიზიანების ტკივილად გარდაქმნაში მხოლოდ დაგეხმარება. როგორც მოწევა, ისე ალკოჰოლის მიღება, პირის ღრუში სიმშრალეს იწვევს, ინფექციის გამო ისედაც გამომშრალ ყელს კი ვერც ერთი მათგანი ვერ წაადგება.

  • მიიღე დიდი რაოდენობით სითხე

მნიშვნელოვანია, რომ ჰიდრირებული იყო! ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება ცუდი არჩევანი არასდროსაა. ეს არამხოლოდ თქვენი ყელის გამოშრობის პროცესს შეანელებს, არამედ მთელ ორგანიზმს დაეხმარება იმ ინფექციასთან ბრძოლაში, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც სწორედ ყელის ტკივილია. 

თუ პრევენციულმა ზომებმა არ გაამართლა…

თუ ყელის ტკივილი იმ ფაზამდე მივიდა, რომ მედიკამენტებით მკურნალობას საჭიროებს, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში დორიტრიცინს ყოველთვის იპოვით. პრეპარატი თიროტრიცინს, ბენზალკონილ ქლორიდს, ბენზოკაინს, პიტნის ზეთსა და სხვა ნივთიერებებს შეიცავს, რაც ტკივილს ამცირებს და ყელის დაზიანებულ უბნებს აღდგენაში ეხმარება — ნუ იფიქრებთ, რომ დორიტრიცინი ტკივილგამაყუჩებელია, ის მავნე ორგანიზმებზეც ეფექტიანად ნადირობს და ანთების ჩაცხრობისთვისაც დაუზარლად იბრძვის.

6 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში დორიტრიცინის მიღება შესაძლებელია 1-2 ტაბლეტის რაოდენობით ყოველ 2-3 საათში, 5-7 დღის განმავლობაში — რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული დოზირება ექიმის მიერ არ არის შემოთავაზებული. სასურველია, პრეპარატით მკურნალობა არ შეწყვიტოთ ჩივილების გაქრობიდან მყისიერად და დამატებით ერთი დღის განმავლობაშიც გააგრძელოთ, რათა დაზღვეული იყოთ რეციდივისგან. 

თუ ყელის ტკივილს  მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და სხვა სიმპტომები ახლავს თან, შესაძლოა, საქმე მძიმე ინფექციასთან გვქონდეს, რასაც ყურადღება აუცილებლად სჭირდება. ამ შემთხვევაში უმჯობესია, საქმის კურსში ექიმი ჩააყენოთ და მასთან გაიაროთ კონსულტაცია დამატებით ანტიბიოტიკების დანიშვნის შესახებ. 

რომ შევაჯამოთ, ყელის ტკივილის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ — შეიძლება, ასე დისკომფორტი თავიდან სრულად ვერ აირიდოთ, თუმცა როცა საქმეში დორიტრიცინი ჩაერევა, ნაკლები ბრძოლა მოუწევს.